ნოვამიქსი წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზაციას საქართველოში, რომელიც აწარმოებს ბეტონის დანამატებისა და წყალუჟონადი მასალების იმპორტს გერმანიიდან და თურქეთიდან კონცენტრატის სახით, რის საშუალებითაც კომპანიამ შეძლო წამყვანი პოზიცია მოეპოვებინა ადგილობრივ ბაზარზე. წარმატება განაპირობა უახლესი თაობის მასალებმა და ტექნოლოგიებმა, კვალიფიციურმა კადრებმა და პირველ რიგში, საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომამ.