აღწერა
წყალგაუმტარი, წყალთან კონტაქტისას სწრაფად მყარებადი დუღაბი აქტიური (ჟონვადი) ნაკადების შესაჩერებლად. შედგება მინერალური შემავსებლისა და სპეციალური ცემენტისაგან; გამოიყენება საიზოლაციო და სარემონტო სამუშაოებისათვის.
გამოყენების სფეროები
- სარდაფებში, საძირკვლის გამყოფ კედლებში, რკინაბეტონის წყლის რეზერვუარებსა და ბეტონის მილებში წნევიანი ან აქტიური ჟონვების დაუყოვნებლივ შესაჩერებლად.
- მილებისა და კაბელების გასასვლელების ჰიდროიზოლაციისათვის.
- ყალიბებში (აპალუბკა) დამჭიმი არმატურის ნახვრეტების შესავსებად და საიზოლაციოდ.
- Kalekim Izoseal-თან ერთად გამოიყენება სარდაფის სართულების შიდა იზოლაციისთვის.
მახასიათებლები
- სწრაფად მყარდება (30 წამში) და წარმოქმნის წყალგაუმტარ საცობს.
- შესაძლებელია გამოყენება წყლის ქვეშ.
- არ იკუმშება და არ იბზარება.
- არ იწვევს რკინაბეტონის არმატურის კოროზიას.
- აქვს შესანიშნავი შეჭიდება და მაღალი მექანიკური მდგრადობა.
- იძლევა ნებისმიერი საიზოლაციო მასალის შემდგომი დატანის შესაძლებლობას.
გამოყენების ინსტრუქცია
- 1 კგ ფხვნილს დაამატეთ 0.23-0.25 ლ სუფთა წყალი და აურიეთ.
- 30 წამის განმავლობაში მიეცით მასას კონუსის ფორმა და ხელის ერთი ძლიერი მოძრაობით დაგმანეთ ჟონვის ადგილი.
- გააჩერეთ უცვლელი წნევის ქვეშ მინიმუმ 60 წამის განმავლობაში სრულ გამაგრებამდე.
- დატანისთანავე მოაცილეთ ზედმეტი დუღაბი საჭრელით ან შპატელით და გაასწორეთ ზედაპირი.
ინფორმაცია გამოყენების შესახებ
| სამუშაო ტემპერატურა |
(+5 °C) - (+35 °C) |
| ნარევის პროპორცია |
0.23-0.25 ლ წყალი / 1 კგ ფხვნილი |
| მომზადებული ნარევის ვარგისიანობა |
მაქსიმუმ 30 წამი |
| შერევის დრო |
მაქსიმუმ 15 წამი |
| გამაგრების დრო |
15 - 30 წამი |
| ხარჯი |
~2 კგ (1 ლიტრი მოცულობის ხვრელზე) |
| შეფუთვა |
5 კგ პლასტმასის კონტეინერი |
