NanoSet 777 ყინვაგამძლე და შეკვრის დამაჩქარებელი დანამატი ბეტონისა და დუღაბისთვის

სუპერ-მაპლასტიფიცირებელი ყინვაგამძლე და შეკვრის დამაჩქარებელი დანამატი ბეტონისა და დუღაბისთვის ცივ ამინდში (ბეტონის ანტიფრიზი)
სერთიფიკატი
ტექნიკური მონაცემები

პროდუქტის აღწერა:
NanoSet 777 წარმოადგენს კალციუმის ნიტრატის ბაზაზე, ორგანული მასალებისგან დამზადებულ ბეტონის შეკვრის დამაჩქარებელ/ ყინვაგამძლე/მაპლასტიფიცირებელ დანამატს, რომელიც გამოიყენება ცივი ამინდის პირობებში (ბეტონის ანტიფრიზი), აჩქარებს შეკვრის პროცესს და ზრდის ნაადრევი სიმტკიცის ხარისხს, წყლისა და ცემენტის ურთიერთქმედების გაძლიერების გზით, განსაკუთრებით, შეკვრის პროცესის დასაწყისში.
გამოყენება:
NanoSet 777-ის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი შემთხვევებისა და მიზნებისთვის:
• როგორც პლასტიკური, ისე არაპლასტიკური მაღალი ხარისხის ქარხნული ბეტონის წარმოებაში.
• სატკეპნით შემკვრივებული ბეტონის გამოყენებისას.
• კაშხლების მშენებლობისთვის თხევადი ხსნარისა და ბეტონის წარმოებაში.
• ყინვის ზემოქმედებისგან ბეტონის დასაცავად და ნაადრევი მაღალი სიმტკიცის ხარისხის უზრუნველსაყოფად, ცივ ამინდში ბეტონის ჩასხმის სამუშაოების წარმოებისას.
• არმირებული და არაარმირებული ბეტონის, მსუბუქი ან სტანდარტული წონის ყველა ტიპის ბეტონის წარმოებაში.
• ბეტონის ნაადრევი სიმტკიცის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

უპირატესობები და მახასიათებლები:
• იცავს ახლად მომზადებული ბეტონის ნარევს ყინვის ზემოქმედებისგან, ანაზელი წყლის გაყინვის წერტილის შემცირებით.
• აჩქარებს ცემენტის ჰიდრატაციას, გაყინვის წერტილთან მიახლოებული ტემპერატურის პირობებშიც კი.
• ამცირებს 5 მპა სიდიდის მინიმალური სიმტკიცის ხარისხის მისაღებად საჭირო დროს, ყინვისგან გამოწვეული დაზიანებების თავიდან ასაცილებლად ადრეულ ეტაპზე.
• ზრდის სიმტკიცის მიღწევის სიჩქარეს და ნაადრევი სიმტკიცის ხარისხს.
• არ შეიცავს ქლორიდს ან სხვა ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს კოროზია.

 

რეკომენდებული დოზები:

ცემენტის მასის 0.20 დან 2.0 % - მდე.

ჩვენი რეკომენდაცია დოზირებაზე ტემპერატურის

მიხედვით:

ტემპერატურა:   -5° C        -10° C      -15° C

დოზირება ც/მ    1.0 %       1.5 %       2.0%



ტექნიკური მახასიათებლები

ფერი და ფორმა ყავისფერი – სითხე
სიმკვრივე (კგ/ლ) 1.1100 – 1.1500 (+20 oC-ზე)
გაყინვის წერტილი < --15 C