Nanoment® SP NT წყალმოთხოვნილების ძლიერი შემამცირებელი

წყალმოთხოვნილების ძლიერი შემამცირებელი /სუპერმაპლასტიფიცირებელი ქიმიური დანამატი ბეტონისთვის
ტექნიკური მონაცემები

პროდუქტის აღწერა
Nanoment SP NT წარმოადგენს ვინილის სოპოლიმერის ბაზაზე დამზადებულ, წყალმოთხოვნილების ძლიერ შემამცირებელ /სუპერმაპლასტიფიცირებელ ქიმიურ დანამატს, რომელიც შექმნილია ქარხნული ბეტონის წარმოების საჭიროებებისთვის.
გამოყენება
Nanoment SP NT
-ის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი შემთხვევებისა და მიზნებისთვის:
• ქარხნული ბეტონი, რომელიც მოითხოვს ადვილჩაწყობადობის მაღალ ხარისხს და ადვილჩაწყობადობის შენარჩუნების უნარს.
• ძლიერად არმირებული კონსტრუქციის ელემენტები, როგორიცაა სიხისტის დიაფრაგმები, სვეტები და ძელები.
• სამრეწველო ნაგებობების იატაკები.
• არმირებული ბეტონის ფილები და იატაკები.
• დაბეტონების სამუშაოები იმ ადგილებში, სადაც ახლად მომზადებული ბეტონის ნარევის ჩასხმა გართულებულია.
• დაბეტონების სამუშაოები, სადაც საჭიროა ძალიან გლუვი ბეტონის ზედაპირი და ზედაპირული მოპირკეთება.