Nanoment® SP 2115 W წარმოადგენს წყალმოთხოვნილების ძლიერ  შემამცირებელ /სუპერმაპლასტიფიცირებელ ქიმიურ დანამატს ქარხნული ბეტონის წარმოების საჭიროებებისთვის.
Nanoment® SP 2115 W-ის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი შემთხვევებისა და მიზნებისთვის:
	- ქარხნული ბეტონი, რომელიც მოითხოვს ადვილჩაწყობადობის მაღალ ხარისხს და ადვილჩაწყობადობის შენარჩუნების უნარს.  
 
	- ძლიერად არმირებული კონსტრუქციის ელემენტები, როგორიცაა სიხისტის დიაფრაგმები, სვეტები და ძელები.
 
	- სამრეწველო ნაგებობების იატაკები.
 
	- არმირებული ბეტონის ფილები და იატაკები.
 
	- დაბეტონების სამუშაოები იმ ადგილებში, სადაც ახლად მომზადებული ბეტონის ნარევის ჩასხმა გართულებულია.  
 
	- დაბეტონების სამუშაოები, სადაც საჭიროა ძალიან გლუვი ბეტონის ზედაპირი და ზედაპირული  მოპირკეთება.