HydroPlast® N ბეტონის ჰიდროფობული დანამატი

ბეტონის ჰიდროფობული დანამატი
ტექნიკური მონაცემები

პროდუქტის აღწერა
HydroPlast N მოდიფიცირებული ლიგნოსულფონატის ბაზაზე დამზადებული ქიმიური დანამატია, რომელიც ამცირებს ბეტონის ზედაპირის შთანთქმადობას და წყალგამტარობას. HydroPlast N ზრდის ახლად ჩასხმული ბეტონის დენადობას.
გამოყენება
HydroPlast N-ის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი შემთხვევებისა და მიზნებისთვის:
• დაბალი წნევის ან უწნევო წყლის შეღწევადობის შემცირება;
• საცურაო აუზის, ღია არხის და გვირაბის სეგმენტის მშენებლობები;
• ბეტონები, რომლებიც განკუთვნილია წყალწმენდის სადგურების, კაშხლების; წყალგამტარი მილებისა და წყალსაცავებისთვის;
• კაპილარული შეწოვის გზით წყალშთანთქმის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბეტონის ელემენტები;
• წყლის შეღწევის შემცირება წყლის ნაგებობებში წყლის მიმოქცევისა და გაშხეფების ზონაში.