ბეტონი

ბეტონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშენი მასალა, რომელიც მიიღება შემკვრელი მასალის, წყლის, ინერტული მსხვილი და წვრილი შემავსებლების და ზოგ შემთხვევაში დანამატების შემჭიდროვებული ნარევის გამაგრების შედეგად. სიმკვრივის მიხედვით ბეტონი არის განსაკუთრებით მძიმე (ზემძიმე), მძიმე, მსუბუქი და ზემსუბუქი. შემკვრელი მასალის მიხედვით ბეტონი არის: ცემენტის, კირის, წიდის, სილიკატური, თაბაშირის, ასფალტბეტონი, პოლიმერბეტონი და სხვა.
დანიშნულების მიხედვით არსებობს:

  • ჩვეულებრივი (სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა),
  • ჰიდროტექნიკური,
  • საგზაო,
  • თბოსაიზოლაციო,
  • დეკორატიული,
  • სპეცდანიშნულების (ქიმიურად მდგრადი,
  • ცეცხლმედეგი,
  • ყინვამედეგი,
  • წყალშეუღწევი,
  • გამოსხივებისგან დასაცავი და სხვ.).

შემვსების მიხედვით ბეტონი არის მკვრივი (მძიმე ბეტონები), ფოროვანი (მსუბუქი ბეტონები) და სპეციალური (მხურვალმედეგი ან ქიმიური გარებოსადმი მედეგი). სტრუქტურის მიხედვით - მკვრივი სტრუქტურის (შემვსებებს შორის სივრცე მთლიანად შევსებულია გამყარებული მჭიდა მასალით), ფოროვანი, დაფოროვნებული, უჯრედოვანი და მსხვილფოროვანი.
გამყარების პირობების მიხედვით - ბუნებრივი გამყარების, თბური დამუშავების (ატმოსფერული წნევისას), ავტოკლავური დამუშავების (მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში). შემვსების სისხოს მიხედვით - ჩვეულებრივი ბეტონი მსხვილ და წვრილ შემვსებებზე და წვრილმარცვლოვანი, მკვრივი სტრუქტურის ბეტონი, დამზადებული ცემენტის მჭიდა მასალისა და წვრილი, მკვრივი შემვსების - ქვიშის გამოყენებით. მზიდი რკ.ბეტონის კონსტრუქციებისათვის გამოყენებული ბეტონი შემოკლებულად იწოდება: მძიმე ბეტონი (მჭიდა მასალა - ცემენტი, შემვსებები - მკვრივი სტრუქტურის დამსხვრეული მთის ქანები, ღორღი ან მდინარის ხრეში და კვარცის ქვიშა); მსუბუქი ბეტონი (მჭიდა მასალა - ცემენტი, შემვსებები - ფოროვანი, ბუნებრივი (პემზა, ტუფი, ნიჟარქვა), ხელოვნური (კერამზიტი, წიდა და სხვ.)
მსხვილი და წვრილი. ბეტონი ხარისხის ძირითადი მაჩვენებელია მისი სიმტკიცე კუმშვაზე, რომლის მიხედვითაც დადგინდება ბეტონის კლასი და მარკა.
ბეტონი ხისტი მასალაა, მისი სიმტკიცე კუმშვაზე რამდენჯერმე მეტია გაჭიმვის სიმტკიცეზე. გამჭიმი ძაბვების მისაღებად ახდენენ ბეტონი. დაარმირებას ფოლადის ღეროებით, მიიღება რკინაბეტონი.
რკინაბეტონში არმატურას აწყობენ ისე, რომ გამჭიმავი ძაბვები გადაეცეს არმატურას, მკუმშავი კი - ბეტონს. ბეტონის და არმატურის ერთობლივი მუშაობა განპირობებულია მათი კარგი შეჭიდულობით და ტემპერატურული გაფართოების თითქმის ერთნაირი კოეფიციენტით. ამასთან ბეტონი იცავს არმატურას კოროზიისაგან. თუმცა ამ ბოლო წლებში გამოჩნდა და გამოიყენება არალითონური არმატურა (ძირითადად პოლიმერული კომპოზიტი), რომელსაც კოროზია არ ემუქრება. ბეტონი და რკ.ბეტონი-ის კონსტრუქცია მზადდება ან უშუალოდ მშენებლობაზე - მონოლითური ბეტონი და რკ.ბეტონი ან ქარხანასა და პოლიგონზე, მისი შემდგომი დამონტაჟებით სამშენებლო მოედანზე - ანაკრები ბეტონი და რკ.ბეტონი.