Yapichem და Novamix ვიზიტი ბათუმში

  2018 წლის 17 თებერვალს, კომპანია Yapichem ის დამფუძნებელი და დირექტორი ბატონი Faitih Arican ტექნიკურ  ჯგუფთან ერთად, ქართულ წარმომადგენლობას კერძოდ კი კომპანია NovaMix ქალაქ ბათუმში ეწვია. ვიზიტის ფარგლებში Yapichem ის წარმომადგენლებმა, NovaMix ის ხელმძღვანელებთან ერთად მოინახულეს ბათუმის წამყვანი ბეტონის წარმოებები: (ლიდერ ბეტონი, ჰაიდელბერგ ბეტონ ჯორჯია, ორბი ბეტონი, ლუგო,).

  აღნიშნული ვიზიტის შედეგად ნათლად გამოჩნდა სამომავლო პერსპექტივები ორ კომპანიას შორის ურთიერთობაში, Yapichem ის და NovaMix ის წამომადგენლებმა  ერთობლივად შეიმუშავეს სტრატეგია რომლის მიხედვითაც უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა კონკრეტულად ამ რეგიონის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მეშვეობით.