ავტომაგისტრალი ხევი უბისას მონაკვეთი

ჩვენი შესრულებული პროექტებიდან:
შპს ნოვამიქსი აქტიურად თანამშრომლობს ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group - თან რომელიც  რიკოთის უღელტეხილზე ხევი - უბისას მონაკვეთზე ავტობანს ააშენებს.
პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი - თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 - არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.
მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი - ბორითში.
შპს ნოვამიქსმა მოახდინა 3 სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიის მონტაჟი, რაც საშუალებას იძლევა გაკონრტოლდეს მშენებლობის ტემპი და ხარისხი, კერზოდ ხევი უბისას მონაკვეთზე დამონტაჟდა ბეტონის, ცემენტის და აგრეგატების ლაბორატორია.