პროდუქტის განსაზღვრება:
NanoRetarder - მოკიდების შემანელებელი ქიმიური დანამატი, რომელიც სპეციალურად იქნა შემუშავებული ისეთ სიტუაციებში გამოყენებისთვის, როდესაც ახალი ბეტონის მოკიდების დრო სპეციალურად უნდა იქნას გახანგრძლივებული.
გამოყენება:
NanoRetarder რეკომენდებულია შემდეგი მიზნებით გამოყენებისთვის:
• დაბეტონების ნებისმიერი სახის სამუშაო, რომელიც საჭიროებს ახალი ბეტონის მოკიდების (გამაგრების) გახანგრძლივებულ დროს.
• უწყვეტი და დიდი მოცულობის დაბეტონების სამუშაოები
• ბეტონის მასობრივი სამუშაოები
• დაბეტონების სამუშაოები, რომლებშიც ცივი ნაკერების გაჩენა არასასურველია
• ახალი ბეტონის ტრანსპორტირება დიდ მანძილებზე
• დაბეტონების სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს დროის გახანგრძლივებას დაგების, ვიბრაციის და ზედაპირის მოპირკეთების სამუშაოებისთვის
• დაბეტონების სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს რევიბრაციას
• სამუშაოები თბილი ამინდის პირობებში
უპირატესობები და თვისებები:
• NanoRetarder მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ცემენტის მოკიდების (გამაგრების) საწყის და საბოლოო დროს. გამოიყენება ყველა ტიპის დაბეტონების სამუშაოში, სადაც საჭიროა ახალი ბეტონის პლასტიკური ფაზის შენარჩუნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
• უზრუნველყოფს დიდი მოცულობის და უწყვეტი დაბეტონების სამუშაოების გაიოლებას, როდესაც საჭიროა ახალი ბეტონის წარმოების, ტრანსპორტირების, გადატუმბვის, დაგების, ვიბრაციის და ზედაპირის მოპირკეთების წინასწარი დაგეგმვა.
• ამცირებს ცივი-ნაკერების გაჩენის რისკს შრეობრივი მასობრივი ბეტონის წარმოებაში
• უპირატესობა უწყვეტი მასობრივი ბეტონის წარმოებაში ბეტონის პირველი ფენის ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნების გზით, როდესაც შესაძლებელია მისი ფორმის შეცვლა ზედა ფენების შემდგომი დადების პერიოდში
• არ ცვლის შენელებული ბეტონის საბოლოო სიმტკიცეს
• არ შეიცავს ქლორს ან რაიმე სხვა ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება კოროზია გამოიწვიოს