პროდუქტის აღწერა
NanoShot AF 450 წარმოადგენს ტუტისგან თავისუფალ, შეკვრის დამაჩქარებელ ქიმიურ დანამატს, რომელიც სპეციალურად შექმნილია სველი ტორკრეტბეტონის მოხმარებისთვის.
გამოყენება
NanoShot AF 450-ის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი შემთხვევებისა და მიზნებისთვის:
• სველი და მშრალი ტორკრეტბეტონის მოხმარება.
• გვირაბების მშენებლობაში ბეტონის გადაჭიმვის, მოპირკეთების და სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოები.
• დაბეტონების სამუშაოები კლდეების, ნიადაგის და ფერდების გასამაგრებლად.
• მაღალი ხარისხის ტორკრეტბეტონის გამოყენება სამაგრი სამუშაოებისთვის.
• ტორკრეტბეტონის გამოყენება მაღაროებში.
უპირატესობები და მახასიათებლები
• მნიშვნელოვნად ამცირებს ბეტონის შეკვრის დროს და ზრდის სიმტკიცის მიღწევის სიჩქარეს განსაკუთრებული სტრუქტურის წყალობით. ის შესაფერისი ქიმიური დანამატია ტორკრეტბეტონის გამოსაყენებლად.
• არ შეიცავს ტუტეებს.
• გამოიყენება მინაბოჭკოთი არმირებული ტორკრეტბეტონისთვის, რომელზეც შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ტუტის მაღალი შემცველობის გარემომ.
• NanoShot AF 450 ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს მშენებლობის დროს ტორკრეტბეტონით შესრულებული სამუშაოების წარმოებისას, ნარევის ბმის უნარის გაუმჯობესებით, ტორკრეტბეტონის შეკვრის დროის შემცირებით და ნაადრევი სიმტკიცის ხარისხის გაუმჯობესებით.
• ამცირებს მასალის დანაკლისს აღმდგენი უნარის წყალობით.
• ამცირებს საბოლოო სიმტკიცის დანაკლისს.
• თავსებადია სხვა ქიმიურ დანამატებთან (მაგ. ჰაერშეღწევად დანამატებთან) .
• აუმჯობესებს კავშირს ქანის ზედაპირსა და ტორკრეტბეტონის როგორც ძველ, ისე ახალ ფენებს შორის.
• არ შეიცავს ქლორიდებს ან სხვა ნაერთებს, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს კოროზია.